გაუზიარეთ იდეა პროექტის მენეჯერს

ღონისძიების სპეციფიკიდან გამომდინარე, ჩვენი ტექნიკური მენეჯერი თავად უზრუნველყოფს სივრცის ანალიზს და შეგირჩევთ ზუსტ კონფიგურაციას. ერთიანი საპროდაქშენო მიდგომა სრულად გამორიცხავს ვენდორების კოორდინაციის ქაოსს, ხოლო ახალი აპარატურის რესურსი თქვენი პროექტის უსაფრთხო ჩატარების მყარი გარანტიაა.

მადლობა! თქვენი შეტყობინება მიგვიღებია. მალე დაგიკავშირდებით.
დაფიქსირდა შეცდომა. გთხოვთ თავიდან სცადოთ.

ხშირად დასმული

კითხვები

1. რა შედის RODEO-ს საინჟინრო მომსახურებაში?

ჩვენი მიდგომა სცილდება აპარატურის უბრალო იჯარას. RODEO უზრუნველყოფს სრულ ტექნიკურ ციკლს: სივრცის წინასწარ ანალიზს, აკუსტიკურ გათვლებს, უსაფრთხო მონტაჟსა და ღონისძიების რეალურ დროში მართვას. მთელ პროცესს სათავეში უდგას გამოყოფილი ტექნიკური მენეჯერი, რაც სრულად აზღვევს ნებისმიერ საორგანიზაციო ხარვეზს.

2. რა უპირატესობას გვაძლევს სრულიად ახალი აპარატურა?

ინტენსიურად ექსპლუატირებული ან მოძველებული ტექნიკა ღონისძიების მთავარი რისკფაქტორია. RODEO-ს ტექნიკური ბაზა სრულიად ახალია, რაც გამორიცხავს გაუმართაობის ალბათობას და უზრუნველყოფს ჟღერადობისა თუ ვიზუალის იმ სტაბილურობას, რომელსაც წამყვანი ბრენდები მოითხოვენ. გარდა ამისა, ჩვენი LED ეკრანები არ ციმციმებს ფოტო და ვიდეო გადაღებისას.

3. როგორ იგეგმება ღონისძიების ტექნიკური მხარე?

დაგეგმვა იწყება თქვენი იდეისა და სივრცის არქიტექტურის შესწავლით. ტექნიკური მენეჯერი ინდივიდუალურად საზღვრავს line array სისტემებისა და ესთეტიკური განათების ზუსტ განლაგებას. კორპორატიული კლიენტებისა და ივენთ-სააგენტოებისთვის იქმნება სცენის 3D ვიზუალიზაცია, რათა წინასწარ, ღონისძიებამდე მკაფიოდ დაინახოთ საბოლოო სურათი.

4. შესაძლებელია თუ არა მხოლოდ კონკრეტული მიმართულების დაჯავშნა?

დიახ. მიუხედავად იმისა, რომ ერთიანი პროდაქშენი საუკეთესო გზაა ვენდორების ქაოსის ასარიდებლად, თქვენ შეგიძლიათ შეუკვეთოთ ცალკეული კომპონენტიც — იქნება ეს მხოლოდ მულტიმედიური LED ეკრანი, განათების სისტემა თუ სცენის გახმოვანება. საინჟინრო მხარდაჭერა და მომსახურების პრემიუმ სტანდარტი ნებისმიერ ფორმატში უცვლელი რჩება.